top of page

Zapit-ით Amazon-ზე ვაჭრობა გაუმჯობესდება

  • ანა მიქატაძე
  • Jan 15, 2018
  • 1 min read

Amazon-ის მომხმარებლები უკვე დიდი ხანია ჩივიან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქტების ხარისხზე. ეს, რაღაც მხრივ, განპირობებულია საიტზე განთავსებული ყალბი შეფასებებით.


ხშირად რაიმე პროდუქტს ყალბ დადებით შეფასებას უწერენ შესყიდვების გასაზრდელად და ასევე ხშირად იწერება ყალბი ნეგატიური შეფასებებიც კონკურენტების მიერ. შედეგად, ხან კლიენტი რჩება უკმაყოფილო და ხანაც კარგი პროდუქტი - გაუყიდველი. სწორედ ამ პრობლემის გამოსწორებას გვპირდება ახალი ბლოკჩეინ პლატფორმა, Zapit.


Zapit-ი არის აპლიკაცია, სადაც იდება მხოლოდ ლეგიტიმური შეფასებები სხვადასხვა პროდუქტზე. მისი მთავარი მიზანია, გამოააშკარაოს ყალბი შეფასებები და მხოლოდ სანდო და ობიექტური შეფასებები გამოაქვეყნოს. ბლოკჩეინ ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის თითოეული შეფასების შემოწმებას. საჭიროა, რომ შეფასებამ რამდენიმე დასტური მოაგროვოს, რის შემდეგაც ის უკვე პლატფორმაზე განთავსდება.


გარდა იმისა, რომ Zapit სრულიად შეცვლის ინტერნეტის მეშვეობით სხვადსხვა ნივთების გამოწერას, ის უფრო მეტ მოგებასაც მოუტანს გამყიდველს. პლატფორმაზე განთავსებული იქნება არა მხოლოდ შეფასებები, არამედ პროდუქტებიც. თუ მყიდველი მითითებული ლინკიდან გამოიწერს რაიმეს, გამყიდველი, ამაზონისგან მიღებულ თანხასთან ერთად, მიიღებს 4-დან 8%-მდე ანაზღაურებას Zapit-ისგანაც. Zapit-ის მონეტებს მიიღებენ შემფასებლებიც. მონეტების გაყიდვა დაიწყება 2018 წლის 30 იანვარს.


ამჟამად აპლიკაცია თანამშრომლობს მხოლოდ Amazon-თან, მაგრამ სამომავლოდ ის გაფართოებას გეგმავს და გადავა სხვა ონლაინ შოპინგის პლატფორმებზეც, რათა ბევრად სანდო გახადოს ისინი.


წყარო: livebitcoinnews.com

 
 
 

Comentarios


bottom of page