რიპლი კიდევ ერთ კრიპტო გადახდების პლატფორმაზე გამოჩნდა
- ანა მიქატაძე
- Aug 10, 2018
- 1 min read

5 მილიონ ადამიანს უკვე შეუძლია ტრადიციულ ფულს დაემშვიდობოს და XRP გამოიყენოს გადასახადების გასასტუმრებლად.
კრიპტოვალუტების სიახლეების ვებ გვერდი ფილიპინებში, BitPinas, აცხადებს, რომ რიპლი კრიპტო გადახდების პლატფორმა coins.ph-ზე დაემატება.
ვებ გვერდი შესაძლებლობას აძლევს ფილიპინებში მცხოვრებ მომხმარებლებს გადასახადები პირდაპირ კრიპტოვალუტებში გადაიხადონ. საიტი 2014 წლიდან მუშაობს და მას 5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ მომხმარებელთა რაოდენობა 2020 წლამდე 20 მილიონს შეადგენს. კომპანია მხარს უჭერს ბიტკოინს, ეთერიუმს და ბიტკოინ ქეშსაც.
ჯერჯერობით, XRP კომპანიის ანდროიდის აპლიკაციაში გამოჩნდა.

წყარო: dailyhodl.com
Comments